ცნობილია ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის შეხვედრებისთვის #1TVSPORT
ცნობილია ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის შეხვედრებისთვის #1TVSPORT

ინგლისის ეროვნული ნაკრების დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა, ლი კარსლიმ ნოემბრის შეხვედრებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

ინგლისი, საქართველოს ნაკრების მსგავსად, ერთა ლიგის B დივიზიონში ასპარეზობს. 14 ნოემბერს კარსლის გუნდი საბერძნეთს ესტუმრება, ხოლო საკუთარ მოედანზე 17 ნოემბერს ირლანდიას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ინგლისელები ამ მომენტისთვის B2 ჯგუფში მეორე ადგილზე არიან 9 ქულით, ხოლო ლიდერი 12 ქულით საბერძნეთია.

ინგლისის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: დინ ჰენდერსონი (კრისტალ პალასი), ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), აარონ რამსდეილი (საუთჰემპტონი).

მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), ლევი ქოლვილი (ჩელსი), მარკ გეჰი (კრისტალ პალასი), ლუის ჰოლი (ნიუკასლი), ტეილორ ჰარვუდ-ბელისი (საუთჰემპტონი), ეზრი კონსა (ასტონ ვილა), რიკო ლუისი (მანჩესტერ სიტი), კაილი უოკერი (მანჩესტერ სიტი).

ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი (რეალი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), კონორ გალაჰერი (ატლეტიკო), მორგან გიბს-ვაითი (ნოტინგემი), ანხელ გომესი (ლილი), კერტის ჯონსი (ლივერპული), კოულ პალმერი (ჩელსი), დეკლან რაისი (არსენალი).

თავდამსხმელები: ენტონი გორდონი (ნიუკასლი), ჯეკ გრილიში (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ბაიერნი), ნონი მადუეკე (ჩელსი), ბუკაიო საკა (არსენალი), დომინიკ სოლანკე (ტოტენჰემი), ოლი უოტკინსი (ასტონ ვილა).