ცნობილია ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის #1TVSPORT
ცნობილია ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა ივნისის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

სიაში არ აღმოჩნდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ არცერთი ფეხბურთელი.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ „მანჩესტერ სიტის“, „ჩელსის“, „რეალის“, „ატლეტიკოსა“ და „ბაიერნის“ ფეხბურთელები მონაწილეობას მიიღებენ კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 15 ივნისს დაიწყება, ამიტომაც მათ, შეიძლება, ვადაზე ადრე დატოვონ ნაკრები.

მეკარეები – ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), დინ ჰენდერსონი (კრისტალ პალასი), ჯეიმს ტრაფორდი (ბარნლი);

მცველები – ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), დენ ბერნი (ნიუკასლი), ტრევო ჩალობა (ჩელსი), ლევი კოლვილი (ჩელსი), რის ჯეიმსი (ჩელსი), ეზრი კონსა (ასტონ ვილა), მაილზ ლუის-სკელი (არსენალი), კაილ უოკერი (მილანი, იტალია);

ნახევარმცველები – ჯუდ ბელინგემი (რეალი, ესპანეთი), კონორ გალაჰერი (ატლეტიკო, ესპანეთი), მორგან გიბს-უაიტი (ნოტინგემი), ჯორდან ჰენდერსონი (აიაქსი, ნიდერლანდები), კერტის ჯონსი (ლივერპული), კოულ პალმერი (ჩელსი), დეკლან რაისი (არსენალი), მორგან როჯერსი (ასტონ ვილა);

ფორვარდები – ებერეჩი ეზე (კრისტალ პალასი), ენტონი გორდონი (ნიუკასლი), ჰარი კეინი (ბაიერნი, გერმანია), ნონი მადუეკე (ჩელსი), ბუკაიო საკა (არსენალი), აივენ ტოუნი (ალ-აჰლი, საუდის არაბეთი), ოლი უოტკინსი (ასტონ ვილა).

ინგლისის ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შეხვდება ანდორას (7 ივნისი) და ამხანაგურ შეხვედრას გამართავს სენეგალთან (10 ივნისი).