ცნობილია ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის #1TVSPORT
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუტგეიტმა დაასახელა 27 ფეხბურთელი, რომელიც მოემზადება ერთა ლიგის ივნისის მატჩებისთვის.
მეკარეები – ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), ნიკ პოუპი (ბარნლი), აარონ რამსდეილი (არსენალი);
მცველები – ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), კონორ კოუდი (ვულვერჰემპტონი), მარკ გუეი (კრისტალ პალასი), რის ჯეიმსი (ჩელსი), ჯეიმს ჯასტინი (ლესტერი), ჰარი მაგუაირი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯონ სტოუნზი (მანჩესტერ სიტი), ფიკაიო ტომორი (მილანი), კირან ტრიპიერი (ნიუკასლი), კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი), ბენ უაიტი (არსენალი);
ნახევარმცველები – ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), კონორ გალაჰერი (კრისტალ პალასი), მეისონ მაუნტი (ჩელსი), კელვინ ფილიპსი (ლიდსი), დეკლან რაისი (ვესტ ჰემი), ჯეიმს უორდ-პრაუსი (საუთჰემპტონი);
ფორვარდები – ტამი აბრაჰამი (რომა), ჯაროდ ბოუენი (ვესტ ჰემი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ჯეკ გრილიში (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ბუკაიო საკა (არსენალი), რაჰიმმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).
ინგლისის ნაკრები შეხვდება უნგრეთს (4 და 14 ივნისი), გერმანიასა (7 ივნისი) და იტალიას (11 ივნისი).