ცნობილია ევრო 2024-ის ცხრა მონაწილე #1TVSPORT
ცნობილია ევრო 2024-ის ცხრა მონაწილე #1TVSPORT

დასრულდა ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის მერვე ტური. ნოემბერში გასამართი ბოლო ორი ტურის წინ, ცნობილია საგაისო ევროპის ჩემპიონატის ცხრა მონაწილე:

გერმანია (მასპინძელი)

ბელგია

საფრანგეთი

პორტუგალია

ესპანეთი

შოტლანდია

თურქეთი

ავსტრია

ინგლისი

დარჩენილი ორი ტური 16-21 ნოემბერს გაიმართება, რის შემდეგაც ცნობილი იქნება ფინალური ტურნირის 21 მონაწილე. დარჩენილი სამი ფინალისტი 2024 წლის მარტში ერთა ლიგის პლეი ოფის შემდეგ გაირკვევა – ნახევარფინალები 21 მარტს გაიმართება, ფინალები – 26 მარტს.

ევრო 2024-ის ფინალური ტურნირის წილისყრას 2 დეკემბერს ჰამბურგი უმასპინძლებს. ცერემონია თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.