ცნობილია ევრო 2024-ის თერთმეტი მონაწილე - წილისყრა 2 დეკემბერს გაიმართება #1TVSPORT
ცნობილია ევრო 2024-ის თერთმეტი მონაწილე - წილისყრა 2 დეკემბერს გაიმართება #1TVSPORT

მიმდინარეობს ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის მეცხრე ტური. ხუთშაბათის მატჩების შემდეგ ფინალურ ეტაპზე მოხვდნენ უნგრეთი და სლოვაკეთი, რის შემდეგაც ცნობილია საგაისო ევროპის ჩემპიონატის 11 მონაწილე:

გერმანია (მასპინძელი)

ბელგია

საფრანგეთი

პორტუგალია

ესპანეთი

შოტლანდია

თურქეთი

ავსტრია

ინგლისი

უნგრეთი

სლოვაკეთი

ნოემბრის მატჩების შემდეგ ცნობილი იქნება ფინალური ტურნირის 21 მონაწილე. დარჩენილი სამი ფინალისტი 2024 წლის მარტში ერთა ლიგის პლეი ოფის შემდეგ გაირკვევა – ნახევარფინალები 21 მარტს გაიმართება, ფინალები – 26 მარტს.

ევრო 2024-ის ფინალური ტურნირის წილისყრას 2 დეკემბერს ჰამბურგი უმასპინძლებს. ცერემონია თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.