ცნობილი გახდა ერთა ლიგის A დივიზიონის პლეი ოფის ყველა მონაწილე.
ჯგუფური ეტაპის შედეგების მიხედვით მეოთხედფინალში გავიდნენ:
ჯგუფების პირველადგილოსნები, რომლებიც განთესილები იქნებიან – პორტუგალია, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი.
ჯგუფების მეორეადგილოსნები (განთესვის გარეშე) – ხორვატია, იტალია, ნიდერლანდები, დანია.
მეოთხედფინალის წილისყრა 22 ნოემბერს გაიმართება. პირველი მატჩები 2025 წლის 20 მარტს ჩატარდება, განმეორებითი – 23 მარტს.
ნახევარფინალში გასულები ითამაშებენ „ოთხთა ფინალს“. ნახევარფინალები 2025 წლის 4 და 5 ივნისს გაიმართება, მე-3 ადგილისთვის მატჩი და ფინალი – 8 ივნისს.
„ოთხთა ფინალის“ მასპინძელი ქვეყანა ჯერჯერობით უცნობია.