უეფამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
შეტევაში რობერტ ლევანდოვსკისა და კილიან მბაპეს გვერდით „ზალცბურგის“ 19 წლის ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი აღმოჩნდა, რომელმაც ჯგუფში რვა გოლი გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური:
კეილორ ნავასი (პარი სენ-ჟერმენი) – ხუან ბერნატი (პარი სენ-ჟერმენი), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი), აშრაფ ჰაკიმი (დორტმუნდი) – რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), ჰეონ მინ-სონი (ტოტენჰემი), ჰაკიმ ზიეჩი (აიაქსი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – ერლინგ ჰაალანდი (ზალცბურგი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი).
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა 16 დეკემბერს გაიმართება.