ცნობილია „ჩელსის“ სატრანსფერო გეგმები მთავარ მწვრთნელად პოჩეტინოს დანიშვნის შემდეგ #1TVSPORT
ლონდონის „ჩელსი“ და მაურისიო პოჩეტინო უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის გეგმებს განიხილავენ.
პოჩეტინო და კლუბის სპორტული დირექტორები – ლოურენს სტიუარტი და პოლ უინსტენლი მსჯელობენ შემადგენლობის გაძლიერების ვარიანტებზე. „ჩელსი“ გეგმავს მეკარის, ნახევარმცველისა და ფორვარდის გაფორმებას.
ლონდონური კლუბის ახალი მეკარე შეიძლება გახდეს ემილიანო მარტინესი „ასტონ ვილადან“. ნახევარდაცვის გაძლიერებისთვის „ჩელსი“ განიხილავს ორ ვარიანტს – დეკლან რაისს („ვესტ ჰემი“) და ალექსის მაკალისტერს („ბრაიტონი“). პირველის ხელში ჩასაგდებად ლონდონელებს მოუწევთ „არსენალთან“ ბრძოლა, მეორესთვის – „ლივერპულთან“.
ფორვარდის პოზიციაზე ყველაზე სავარაუდო სამიზნეა ლაუტარო მარტინესი „ინტერიდან“. „ჩელსი“ ასევე ინტერესდება ვიქტორ ოსიმჰენით, მაგრამ „ნაპოლის“ ფორვარდის ტრანსფერის განხორციელება პრობლემური იქნება.
გარდა ამისა, პოჩეტინო ეცდება, დაარწმუნოს მეისონ მაუნტი, დარჩეს გუნდში. ასევე, განიხილავს რომელუ ლუკაკუსთან მის მომავალს კლუბში.