ცნობილი სპორტული ბრენდი ბელინგემის საფირმო ლოგოს გამოუშვებს #1TVSPORT
ცნობილი სპორტული ბრენდი Adidas-ი მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავისთვის საფირმო ლოგოს გამოუშვებს, – იტყობინება Footy Headlines-ი.
ლაპარაკია „რეალის“ ინგლისელ ნახევარმცველზე, ჯუდ ბელინგემზე, რომელიც მიიღებს ლოგოს, სახელწოდებით BelliGold-ი. ლოგოზე გამოსახული იქნება ფეხბურთელის საფირმო აღნიშვნა გოლის გატანის შემდეგ.
ბელინგემი გასული წლის ზაფხულში გადავიდა „რეალში“ და ამჟამად ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია 16 გოლით.