სასამართლომ საპატიმროში გაუშვა ცნობილი ამერიკელი მოკრივე ადრიენ ბრონერი. მიზეზი მის მიერ „ინსტაგრამში“ გამოქვეყნებული პუბლიკაცია იყო.
ოთხ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა დღემდე ვერ მოაგვარა საქმე სექსუალური ძალადობის შესახებ, რომელშიც ის 2018 წელს დაადანაშაულეს. მას დაზარალებული ქალისთვის 830 ათასი დოლარი გადაეხადა, მაგრამ დღემდე ეს არ გაუკეთებია. მან რამდენიმე დედლანი დაარღვია და ამის მიზეზად 5 ოქტომბერს თავისი ფინანსური მდგომარეობა დაასახელა – მან სასამართლოს გამოუცხადა, რომ მხოლოდ 13 დოლარია.
სასამართლომ კი ამ პასუხის საპირისპიროდ მოიშველია ბრონერის მიერ ამასწინ, „ინსტაგრამში“ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც მოკრივემ დიდი რაოდენობით ფული აჩვენა. ამის შემდეგ, მოსამართლე ნენსი მარგარეტ რუსომ ციხეში გაისტუმრა ბრონერი სასამართლოს მიმართ გამოხატული უპატივცემულობის გამო. მოკრივე საპატიმროში დარჩება იქამდე, სანამ არ წარმოადგენს სრულ და ნამდვილ ფინანსურ ინფორმაციას. საქმის შემდეგი მოსმენა 6 ნოემბერს გაიმართება.
2020 წლის მარტში ბრონერი ერთხელ უკვე დააპატიმრეს ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო. აგვისტოში მოკრივეს შვიდდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.