ცნობილი მებრძოლები უსმანისა და ბერნსის დაპირისპირებას გამოეხმაურნენ
ცნობილი მებრძოლები უსმანისა და ბერნსის დაპირისპირებას გამოეხმაურნენ

რამდენიმე საათის წინ ლას ვეგასში დასრულდა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი (UFC 258). კამარუ უსმანმა კიდევ ერთხელ მოახერხა ტიტულის დაცვა. „ნიგერიელმა კოშმარმა“ ყოფილი გუნდელი გილბერტ ბერნსი დაამარცხა და ამით ჯორჯ სენტ პიერის რეკორდი გააუმჯობესა. კამარუს ამჟამად ნახევრად საშუალო წონით დივიზიონში ზედიზედ 13 მოგება აქვს, რაც ამ დივიზიონში საუკეთესო შედეგია. ММА-ის ცნობილი მებრძოლები სოციალურ ქსელში კამარუ უსმანის გამარჯვებას გამოეხმაურნენ.

 

„ხომ გითხარით.“

 

„ესეც ასე.“

 

„ეს ცუდი ბიჭია!“

 

„დომინანტური პერფორმანსი უსმანის შესრულებით!“

 

„არნახული პერფორმანსი ძალიან ძლიერ მეტოქესთან. ბრწყინვალე გამარჯვება!“

 

„ნეტავ ხედავდეთ ჩემს სპარინგებს კამარუსთან. ეს არის ერთადერთი მებრძოლი, რომელიც რაუნდის უკანასკნელ წუთებში უფრო ძლიერი ხდება.“

 

„უსმანი მივიდა სათამაშოდ და მან პატივისცემა დაიმსახურა.“

 

„ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ბერნსს შეეძლო წარმატების მიღწევა. თუმცა კამარუ კვლავ რჩება ამ დივიზიონის გადაუჭრელ პრობლემად. ჩემპიონი უბრალოდ ფენომენალურია.“