მესიმ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოკითხვაში ხმა იამალს მისცა #1TVSPORT
გამოქვეყნდა ჟურნალ France Football-ის ვერსიით წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზზე გამოკითხვის შედეგები და ცნობილი გახდა, ვის მიანიჭა უპირატესობა „ინტერ მაიამის“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ.
ლეგენდარულმა არგენტინელმა პირველ ადგილზე დააყენა „ბარსელონას“ 17 წლის გარემარბი ლამინ იამალი, რომელმაც საბოლოოდ მოიპოვა კიდეც პრიზი.
მესიმ მეორე ადგილზე გაიყვანა „ბარსელონას“ მცველი პაუ კუბარსი, მესამეზე – „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი ალეხანდრო გარნაჩო.