ბრიტანელ ტაისონ ფიურისა და ამერიკელ დეონტეი უაილდერს შორის რევანში ამა წლის გაზაფხულის მეორე ნახევარში გაიმართება. ამის შესახებ წერს ინტერნეტ-გამოცემა „ბოქსინგ სინი“ (Boxing Scene). ამჯერად, ბრძოლის მასპინძელი იქნება არა ლოს-ანჯელესი, არამედ ბრუკლინი, კერძოდ კი არენა „ბარკლეის ცენტრი“. ბრძოლის ორგანიზატორები სათადარიგო ვარიანტად განიხილავენ არენა „ემ-ჯი-ემ გრენდს“ (MGM Grand) ლას-ვეგასში.
ბრძოლის სავარაუდო თარიღია – 2019 წლის 27 აპრილი ან 18 მაისი.
ამ მოკრივეთა წინა ბრძოლა დეკემბრის დასაწყისში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ფიური ორჯერ მოხვდა ნოკდაუში, შეხვედრა ფრედ დასრულდა და უაილდერმა შეინარჩუნა სუპერმძიმე წონაში „კრივის მსოფლიო საბჭოს“ (WBC) ტიტული.