ცნობილი გახდა რონალდოს ხელფასი „ალ ნასრში“ - პორტუგალიელი დღეში 550 ათას ევროს გამოიმუშავებს #1TVSPORT
ცნობილი გახდა რონალდოს ხელფასი „ალ ნასრში“ - პორტუგალიელი დღეში 550 ათას ევროს გამოიმუშავებს #1TVSPORT

საუდის არაბეთის „ალ-ნასრმა“ 30 დეკემბერს ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გაფორმების შესახებ ფორვარდ კრიშტიანო რონალდოსთან.

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პორტუგალიელი ახალ გუნდში ხელფასის სახით წელიწადში 200 მილიონ ევროს მიიღებს.

ისტორიაში არცერთ ფეხბურთელს აქამდე არ მიუღია ასეთი თანხა. 200 მილიონი წელიწადში ეს არის 16.6 მილიონი ევრო თვეში, 3.8 მილიონი – კვირაში, 550 000 – დღეში, 23 000 – საათში, 385 – წუთში და 6.4 – წამში.