ცნობილი გახდა NBA-ის შიდასასეზონო ტურნირის ფორმატი და კალენდარი #1TVSPORT
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) შიდასასეზონო ტურნირი 2023-24 წლების სეზონში პირველად გაიმართება. მასში ლიგის 30-ივე გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც NBA-ს თასისთვის იბრძოლებენ.
ეს ფორმატი ჰგავს საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებს და ის საშუალებას აძლევს ლიგას, წარმოადგინოს ახალი ტიტული, რომელსაც, NBA-ს ხელმძღვანელობის იმედით, გარკვეული მნიშვნელობა ექნება ყველა მონაწილისთვის.
ტურნირი ორ ეტაპად გაიმართება: თავიდან იქნება ჯგუფური ეტაპი თითოეული გუნდის მონაწილეობით, შემდეგ კი პლეი ოფი, რომელშიც რვა საუკეთესო გუნდი გავა.
ლიგამ თითოეული კონფერენციის 15 გუნდი სამ ჯგუფად დაყო და მიიღო ექვსი ჯგუფი:
ჯგუფი 1: ფილადელფია, კლივლენდი, ატლანტა, ინდიანა, დეტროიტი.
ჯგუფი 2: მილუოკი, ნიუ იორკი, მაიამი, ვაშინგტონი, შარლოტი.
ჯგუფი 3: ბოსტონი, ბრუკლინი, ტორონტო, ჩიკაგო, ორლანდო.
ჯგუფი 4: მემფისი, ფინიქსი, ლეიკერსი, იუტა, პორტლენდი
ჯგუფი 5: დენვერი, კლიპერსი, ნიუ ორლეანი, დალასი, ჰიუსტონი.
ჯგუფი 6: საკრამენტო, გოლდენ სტეიტი, მინესოტა, ოკლაჰომა, სან ანტონიო.
ჯგუფებად დაყოფა შემდეგი პრინციპით მოხდა: 2022-23 წლების სეზონის შედეგების მიხედვით კონფერენციის პირველი სამი გუნდი ერთ კალათში მოხვდა, მეორე სამი გუნდი – მეორე კალათში და ასე შემდეგ. შედეგად, ყოველ ჯგუფში თითო გუნდი შეიყვანეს თითო კალათიდან.
ყოველი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ოთხ შეხვედრას ჩაატარებს – თითო თამაშს თავის ჯგუფში ყველა მეტოქესთან, ორს – შინ და ორს – სტუმრად.
ჯგუფური ეტაპის მატჩები ნოემბერში სამშაბათობით და პარასკევობით გაიმართება.
უკვე ცნობილია ჯგუფური ეტაპის კალენდარი:
დასავლეთი
А ჯგუფი
პორტლენდი-მემფისი (3 ნოემბერი)
მემფისი-იუტა (10 ნოემბერი)
ფინიქსი-ლეიკერსი (10 ნოემბერი)
ლეიკერსი-მემფისი (14 ნოემბერი)
იუტა-პორტლენდი (14 ნოემბერი)
იუტა-ფინიქსი (17 ნოემბერი)
პორტლენდი-ლეიკერსი (17 ნოემბერი)
ფინიქსი-პორტლენდი (21 ნოემბერი)
ლეიკერსი-იუტა (21 ნოემბერი)
მემფისი-ფინიქსი (24 ნოემბერი)
В ჯგუფი
დენვერი-დალასი (3 ნოემბერი)
ჰიუსტონი-ნიუ ორლეანი (10 ნოემბერი)
დალასი-კლიპერსი (10 ნოემბერი)
ნიუ ორლეანი-დალასი (14 ნოემბერი)
დენვერი-კლიპერსი (14 ნოემბერი)
ნიუ ორლეანი-დენვერი (17 ნოემბერი)
კლიპერსი-ჰიუსტონი (17 ნოემბერი)
ჰიუსტონი-დენვერი (24 ნოემბერი)
კლიპერსი-ნიუ ორლეანი (24 ნოემბერი)
დალასი-ჰიუსტონი (28 ნოემბერი)
С ჯგუფი
ოკლაჰომა-გოლდენ სტეიტი (3 ნოემბერი)
სან ანტონიო-მინესოტა (10 ნოემბერი)
საკრამენტო-ოკლაჰომა (10 ნოემბერი)
ოკლაჰომა-სან ანტონიო (14 ნოემბერი)
გოლდენ სტეიტი-მინესოტა (14 ნოემბერი)
სან ანტონიო-საკრამენტო (17 ნოემბერი)
მინესოტა-საკრამენტო (24 ნოემბერი)
გოლდენ სტეიტი-სან ანტონიო (24 ნოემბერი)
მინესოტა-ოკლაჰომა (28 ნოემბერი)
საკრამენტო-გოლდენ სტეიტი (28 ნოემბერი)
აღმოსავლეთი
А ჯგუფი
ინდიანა-კლივლენდი (3 ნოემბერი)
დეტროიტი-ფილადელფია (10 ნოემბერი)
ფილადელფია-ინდიანა (14 ნოემბერი)
დეტროიტი-ატლანტა (14 ნოემბერი)
ატლანტა-ფილადელფია (17 ნოემბერი)
კლივლენდი-დეტროიტი (17 ნოემბერი)
ფილადელფია-კლივლენდი (21 ნოემბერი)
ატლანტა-ინდიანა (21 ნოემბერი)
ინდიანა-დეტროიტი (24 ნოემბერი)
კლივლენდი-ატლანტა (28 ნოემბერი)
В ჯგუფი
მილუოკი-ნიუ იორკი (3 ნოემბერი)
მაიამი-ვაშინგტონი (3 ნოემბერი)
ვაშინგტონი-შარლოტი (10 ნოემბერი)
შარლოტი-მაიამი (14 ნოემბერი)
შარლოტი-მილუოკი (17 ნოემბერი)
ვაშინგტონი-ნიუ იორკი (17 ნოემბერი)
ნიუ იორკი-მაიამი (24 ნოემბერი)
მილუოკი-ვაშინგტონი (24 ნოემბერი)
მაიამი-მილუოკი (28 ნოემბერი)
ნიუ იორკი-შარლოტი (28 ნოემბერი)
С ჯგუფი
ჩიკაგო-ბრუკლინი (3 ნოემბერი)
ბოსტონი-ბრუკლინი (10 ნოემბერი)
ბრუკლინი-ორლანდო (14 ნოემბერი)
ტორონტო-ბოსტონი (17 ნოემბერი)
ჩიკაგო-ორლანდო (17 ნოემბერი)
ორლანდო-ტორონტო (21 ნოემბერი)
ორლანდო-ბოსტონი (24 ნოემბერი)
ტორონტო-ჩიკაგო (24 ნოემბერი)
ბოსტონი-ჩიკაგო (28 ნოემბერი)
ბრუკლინი-ტორონტო (28 ნოემბერი)
თითოეული ჯგუფის გამარჯვებული, ასევე თითო კონფერენციიდან თითო საუკეთესო მეორეადგილოსანი პლეი ოფში გავა.
მეოთხედფინალები 4 და 5 დეკემბერს გაიმართება გუნდების საშინაო არენებზე, ნახევარფინალები (7 დეკემბერი) და ფინალი (9 დეკემბერი) – ლას ვეგასის T-Mobile Arena-ზე.
ტურნირის გამარჯვებული გუნდი NBA-ის თასს მოიგებს. ჩემპიონი გუნდის თითოეული მოთამაშე 500 ათას დოლარს გამოიმუშავებს. ფინალისტი გუნდის მოთამაშეებს 200 ათასი დოლარი ერგებათ, ნახევარფინალში წაგებულებს – 100 ათასი და მეოთხედფინალში წაგებულებს – 50 ათასი.