ცნობილი გახდა მსაჯების ვინაობა, რომლებიც ევრო 2024-ის მატჩებს განსჯიან #1TVSPORT
უეფა-მ დაასახელა მსაჯების ვინაობა, რომლებიც ევრო 2024-ის 51 შეხვედრას განსჯიან.
ევროპის ჩემპიონატზე 18 მთავარი მსაჯი ევროპელი იქნება. ტურნირზე ასევე იმუშავებს არგენტინელი ფაკუნდო ტელო, რომელსაც ორი თანამემამულე დაეხმარება.
თითოეულ მატჩზე წარმოდგენილი იქნებიან მთავარი მსაჯი, ორი ასისტენტი, მეოთხე არბიტრი, რეზერვში მყოფი დამხმარე მსაჯი და სამი პირი ვიდეორეფერისთვის განკუთვნილ ოთახში.
ევრო 2024-ის მატჩების მთავარი მსაჯები:
არტურ სოარეს დიასი (პორტუგალია), ხესუს ხილ მანსანო (ესპანეთი), მარკო გუიდა (იტალია), ისტვან კოვაჩი (რუმინეთი), ივან კრუჟლიაკი (სლოვაკეთი), ფრანსუა ლეტესიე (საფრანგეთი), დანი მაკელიე (ნიდერლანდები), შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი), ჰალილ ულმუტ მელერი (თურქეთი), გლენ ნაიბერგი (შვედეთი), მაიკლ ოლივერი (ინგლისი), დანიელე ორსატო (იტალია), სანდრო შერერი (შვეიცარია), დანიელ ზიბერტი (გერმანია), ენტონი ტეილორი (ინგლისი), კლემან ტურპენი (საფრანგეთი), სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია), ფელიქს ცვაიერი (გერმანია), ფაკუნდო ტელო (არგენტინა).
ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს მიუნხენში დაიწყება, ხოლო ფინალურ მატჩს 14 ივლისს ბერლინის ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს.