ცნობილი გახდა ჯოშუასა და ფიურის ჰონორარის ოდენობა #1TVSPORT
ცნობილი გახდა ჯოშუასა და ფიურის ჰონორარის ოდენობა #1TVSPORT

სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ტაისონ ფიური (30-0-1, 21 КО) ტიტულების გამაერთიანებელ ბრძოლას ჩაატარებს WBA-ის, IBF-ისა და WBO-ის საჩემპიონო ქამრების მქონე ენტონი ჯოშუასთან (24-1, 22 КО).

ESPN-მა გაარკვია, რომ ბრძოლის ორგანიზატორები შეხვედრის ჩატარებაზე 155 მილიონ დოლარს დახარჯავენ.

ასე რომ, ფიური და ჯოშუა ბრძოლის სანაცვლოდ 75-75 მილიონ დოლარს მიიღებენ. დანარჩენი 5 მილიონი განკუთვნილია სხვადასხვა დანახარჯის დაფარვაზე.