გაზეთი „მარკა“ - ცნობილი გახდა „ჩელსის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა #1TVSPORT
გაზეთი „მარკა“ - ცნობილი გახდა „ჩელსის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა #1TVSPORT

ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ლონდონის „ჩელსი“ ჩამოყალიბდა ახალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე.

ესპანური გაზეთის, Marca-ს ინფორმაციით, „ჩელსიმ“ გადაწყვიტა, ვაკანტურ პოსტზე მაურიციო პოჩეტინო დანიშნოს. გარიგება აუცილებლად შედგება, რადგან მხოლოდ რამდენიმე დეტალია მოსაგვარებელი, რომელიც არგენტინელი სპეციალისტის პერსონალს შეეხება. პოჩეტინოს ხელფასთან და კონტრაქტთან დაკავშირებული საკითხები მოგვარებულია. უბრალოდ, „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილ მწვრთნელს სურს, დარწმუნდეს, რომ შეუძლია ჰქონდეს ხელმძღვანელობის იმედი, რომელიც მხარს დაუჭერს მას, რათა „ჩელსიმ“ მომდევნო სეზონში ლიდერობა დაიბრუნოს.

გარიგების ოფიციალურად გაფორმების შესახებ უახლოეს დღეებში გამოცხადდება.