ცნობილი გახდა ალაბასა და „რეალს“ შორის კონტრაქტის დეტალები #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ მცველმა დავიდ ალაბამ ზეპირ შეთანხმებას მიაღწია მადრიდის „რეალში“ გადასვლის თაობაზე, – დაწერა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.
28 წლის ავსტრიელი მიიღებს კონტრაქტს, რომელიც 2025 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში, ხოლო მისი ხელფასი სეზონში 12 მილიონ ევროს გაუტოლდება.
წყარო აღნიშნავს, რომ კონტრაქტი ჯერ გაფორმებული არ არის და სხვა პრეტენდენტებს აქვთ დრო და შესაძლებლობა – გადაფარონ მადრიდული კლუბის წინადადება, მაგრამ, ჯერჯერობით, ალაბასთვის ბრძოლაში სწორედ „რეალია“ ფავორიტი.
მცველმა თებერვალში განაცხადა, რომ საბოლოოდ გადაწყვიტა ზაფხულში „ბაიერნის“ დატოვება, რომლის რიგებშიც 2009 წლიდან თამაშობს.