ცნობილი გახდა 2023-24 წლების სეზონში NBA-ის მინი-ტურნირის დეტალები #1TVSPORT
ცნობილი გახდა 2023-24 წლების სეზონში NBA-ის მინი-ტურნირის დეტალები #1TVSPORT

გამოცემა The Athletic-ის ინსაიდერმა შემს ჩარანიამ გამოაქვეყნა მინი-ტურნირის ფორმატი, რომლის ჩატარებას ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია 2023-24 წლების სეზონში გეგმავს.

ტურნირი, რომელიც ნოემბერში გაიმართება, სათასო მატჩებისგან იქნება შემდგარი. რვა საუკეთესო გუნდი ახალ ტურნირში გამოვარდნაზე ითამაშებს. პარალელურად, დანარჩენი 22 გუნდი გააგრძელებს რეგულარულ ჩემპიონატში თამაშს.

ყველა მატჩი, ფინალის გარდა, რეგულარული ჩემპიონატის ჩვეულებრივი 82-მატჩიანი განრიგის ნაწილი იქნება. ასე რომ, გუნდები, რომლებიც ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს, საბოლოო ჯამში, სეზონში 83 მატჩს ჩაატარებენ.

ფულადი ანაზღაურება და პრიზები მოგვიანებით დადგინდება. ადრე იტყობინებოდნენ, რომ გამარჯვებული გუნდის თითოეული მოთამაშე ერთ მილიონ დოლარს მიიღებს.