ცნობილი მორაგბე და უელსის ნაკრების ყოფილი კაპიტანი გარეტ თომასი აცხადებს, რომ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) მატარებელია, თუმცა არ ნებდება და სურს, რომ ამ დაავადებასთან დაკავშირებულო სტიგმა დაძლიოს.
სპორტსმენი თავისი სიტუაციის შესახებ ღიად „ბიბისის“ (BBC) დოკუმენტურ ფილმშიც ისაუბრებს.
მედიცინაში წინგადადგმული ნაბიჯების წყალობით, აივ-ინფიცირებულ ადამიანებს, შესაბამისი მკურნალობით, შეუძლიათ ხანგრძლივად და ჯანმრთელად იცხოვრონ ისე, რომ სხვებს დაავადება არ გადასდონ.
გარეტ თომასმა სპორტული კარიერა 1994 წელს დაიწყო, 1995 წელს კი პირველი მატჩი ჩაატარა უელსის ნაკრების შემადგენლობაში. მომდევნო წლებში მან ეროვნული გუნდის მაისურით 100 მატჩი გამართა და 40 ლელო გაიტანა. 2009 წელს მან საჯაროდ განაცხადა, რომ ჰომოსექსუალია.
კარიერა თომასმა 2011 წელს დაასრულა.