ცხადაძემ „დინამო თბილისი“ ჩაიბარა - ნემსაძე სპორტულ მენეჯერად გადავიდა #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე გახდა – საქართველოს პირველი არხს ინფორმაცია სანდო წყარომ დაუდასტურა.
საქართველოს პირველი არხის ცნობით, ყოფილი მთავარი მწვრთნელი გია ნემსაძე საკუთარი სურვილით გადადგა და ამიერიდან გუნდის სპორტული მენეჯერის პოსტს დაიკავებს.
კახა ცხადაძის დანიშვნას „დინამო“ ხვალ დაადასტურებს და სავარაუდოდ, მისი წარდგენა უახლოეს დღეებში მოხდება. 52 წლის სპეციალისტი მშობლიურ კლუბს მეორედ ჩაიბარებს – პირველად „დინამოს“ 2005–2006 წლებში ავარჯიშებდა.
კახა ცხადაძე
დაიბადა 1968 წლის 7 სექტემბერს რუსთავში (52 წლის)
სიმაღლე 187 სმ
პროფესიონალური კარიერა
1986–1987 მეტალურგი 39 (0)
1988–1991 დინამო თბილისი 85 (3)
1991 სუნდსვალი 4 (0)
1992 სპარტაკი მოსკოვი 7 (0)
1992 დინამო მოსკოვი 12 (0)
1992–1996 ფრანკფურტი 73 (2)
1997 ალანია 17 (1)
1998–2000 მანჩესტერ სიტი 12 (2)
2000–2002 ლოკომოტივი 22 (0)
2003–2005 ანჟი მაჰაჩყალა 41 (0)
ეროვნული ნაკრები
1992 დსთ 6 (1)
1991–1998 საქართველო 25 (1)
სამწვრთნელო კარიერა
2001–2002 ლოკომოტივი თბილისი
2005–2006 დინამო თბილისი
2006 სიონი ბოლნისი
2008–2009 სტანდარდი ბაქო
2009 საქართველო 19 წლ.
2009–2015 ინტერი ბაქო
2015–2016 საქართველოს ნაკრები
2016–2017 ქაირათი
2018—2020 ორდაბასი
კახა ცხადაძე 1990-იან წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე და კაპიტანი იყო. 2009-15 წლებში წვრთნიდა ბაქოს „ინტერს“. 2014 წლის დეკემბრიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცად დაინიშნა, 2016 წლის იანვარში კი პოსტი დატოვა.