ცინცინატის „მასტერსზე“ ყველა მერვედფინალისტი ცნობილია. მორიგი სათამაშო დღე რამდენიმე სენსაციით აღინიშნა. საინტერესოა, რომ მესამედ „მასტერსების“ ისტორიაში, მერვედფინალში გავიდა ოთხი ჩოგბურთელი, რომლებმაც ტურნირი კვალიფიკაციიდან დაიწყეს.
ზედიზედ მეორე „მასტერსზე“ წააგო პირველივე მატჩი ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა. მან ორი საათი და 14 წუთი ბრძოლის შემდეგ დათმო შეხვედრა გერმანელ იან-ლენარდ შტრუფთან – 4:6, 7:6(5), 6:7(6).
შტრუფმა 16 ეისი ჩააწოდა და პირველი მოწოდებით ქულების 85 პროცენტი აიღო. რეიტინგის TOP10-ის წარმომადგენლებთან ბოლო 10 შეხვედრაში გერმანელმა მეხუთედ მოიგო.
19 წლის სერბ ამომავალ ვარსკვლავთან მიომირ კეჩმანოვიჩთან დამარცხდა გერმანელი ალექსანდრ ზვერევი, რომელმაც კარიერის ანტირეკორდი დაამყარა – 20 ორმაგი შეცდომა დაუშვა. სერბმა, რომელმაც წელს ინდიან უელსის „მასტერსის“ მეოთხედფინალამდე მიაღწია, სამ სეტში მოიგო – 6:7(4), 6:2, 6:4.
1/16 ფინალი
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-კუერი (აშშ) 7:5, 6:1
ფედერერი (შვეიც, 2)-ლონდერო (არგ) 6:3, 6:4
შტრუფი (გერ)-ციციპასი (საბ, 3) 6:4, 6:7(5), 7:6(6)
ნიშიოკა (იაპ)-ნიშიკორი (იაპ, 4) 7:6(2), 6:4
კეჩმანოვიჩი (სერ)-ა. ზვერევი (გერ, 5) 6:7(4), 6:2, 6:4
ხაჩანოვი (რუს, 6)-კირგიოსი (ავსტრა) 6:7(3), 7:6(4), 6:2
მედვედევი (რუს, 7)-პერი (საფ) 7:6(2), 6:1
ბაუტისტა აგუტი (ესპ, 8)-ტიაფო (აშშ) 6:3, 3:6, 6:1
კარენო ბუსტა (ესპ)-ისნერი (აშშ, 13) 6:4, 6:7(1), 7:6(6)
გოფენი (ბელ, 13)-პეია (არგ) 6:1, 7:5
რუბლიოვი (რუს)-ვავრინკა (შვეიც) 6:4, 6:4
დე მინორი (ავსტრა)-ოპელკა (აშშ) 7:6(3), 6:4
გასკე (საფ)-დელბონისი (არგ) 7:5, 7:6(1)
მანარინო (საფ)-კუკუშკინი (ყაზ) 6:1, 6:3
პუიე (საფ)-შაპოვალოვი (კან) 6:4, 6:4
შვარცმანი (არგ)-ალბოტი (მოლ) 6:4, 6:2
1/8 ფინალი
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-კარენო ბუსტა (ესპ)
ხაჩანოვი (რუს, 6)-პუიე (საფ)
ფედერერი (შვეიც, 2)-რუბლიოვი (რუს)
მედვედევი (რუს, 7)-შტრუფი (გერ)
ბაუტისტა აგუტი (ესპ, 8)-კეჩმანოვიჩი (სერ)
შვარცმანი (არგ)-გასკე (საფ)
ნიშიოკა (იაპ)-დე მინორი (ავსტრა)
გოფენი (ბელ, 13)-მანარინო (საფ)