ცინცინატის „მასტერსზე“ მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ
ცინცინატის „მასტერსზე“ მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ

ცინცინატის „მასტერსზე“ მერვედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა. თუ არ ჩავთვლით მეშვიდე ნომრის ბერეტინის წაგებას ამერიკელ ოპელკასთან, დღემ განსაკუთრებული სენსაციების გარეშე ჩაიარა.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა 88 წუთში გაანადგურა ტენის სანდგრენი. სერბმა პირველი მოწოდებით ქულების 88 პროცენტი მოიგო. ჯოკოვიჩს 2020 წელს 20-დან 20 მოგება აქვს.

მილოშ რაონიჩმა შეაჩერა ვეტერანი ბრიტანელის ენდი მარეის სვლა. კანადელმა ჯამში მხოლოდ ოთხი გეიმი დაუთმო მეტოქეს და შეწყვიტა მარეისთან რვამატჩიანი მოუგებელი სერია.

 

1/8 ფინალი

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-სანდგრენი (აშშ)                   6:2, 6:4

შტრუფი (გერ)-გოფენი (ბელ, 7)                                  6:4, 3:6, 6:4

მედვედევი (რუს, 3)-ბედენე (სლოვენ)                 6:3, 6:3

ბაუტისტა აგუტი (ესპ, 8)-ხაჩანოვი (რუს, 11)              4:6 6:3, 6:2

ოპელკა (აშშ)-ბერეტინი (იტა, 7)                                   6:3, 7:6(4)

ციციპასი (საბ, 4)-ისნერი (აშშ, 16)                                                7:6(2), 7:6(4)

რაონიჩი (კან)-მარეი (ბრიტ)            6:2, 6:2

კრაინოვიჩი (სერ)-ფუჩოვიჩი (უნგ)   6:2, 6:1

 

1/4 ფინალში ხვდებიან

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-შტრუფი (გერ)

მედვედევი (რუს, 3)-ბაუტისტა აგუტი (ესპ, 8)

ოპელკა (აშშ)-ციციპასი (საბ, 4)

რაონიჩი (კან)-კრაინოვიჩი (სერ)