მათე ცინცაძე „კუკეშის“ ფეხბურთელი აღარ არის. ეს ინფორმაცია კლუბმა სოციალური მედიის პოსტის საშუალებით დაადასტურა. გუნდის ცნობით, ქართველმა ნახევარმცველმა „კუკეშის“ ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა, რომ ოჯახური ვითარების გამო კონტრაქტი გაეწყვიტათ.
„ქართველი ფეხბურთელი მათე ცინცაძე ჩვენი გუნდის წევრი აღარ არის. სეზონის დასრულების შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობას შეწყვეტენ, რადგან ოჯახური მიზეზების გამო ფეხბურთელს საქართველოში დაბრუნება სურდა. „კუკეშის“ კლუბი მადლობას უხდის მათეს შეტანილი წვლილისთვის და უსურვებს წარმატებებს კარიერაში“, – წერს კლუბი.
26 წლის მათე ცინცაძე ალბანურ კლუბს იანვარში შეუერთდა და მისი ფორმით ჩატარებულ 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ქართველი ნახევარმცველი თამაშობდა „ლოკომოტივში“, ბათუმის „დინამოში“, შჩეცინის „პოგონში“, „ელგავაში“, „რუსთავში“, „დინამო თბილისსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“.