ციფრები გსურდათ? მიიღეთ - არგენტინულმა გაზეთმა პირველ გვერდზე მესის სტატისტიკა გამოიტანა
ციფრები გსურდათ? მიიღეთ - არგენტინულმა გაზეთმა პირველ გვერდზე მესის სტატისტიკა გამოიტანა

ავტორიტეტულმა სპორტულმა გაზეთმა „ოლემ“ მხარი დაუჭირა „ბარსელონას“ კაპიტანს ლიონელ მესის მას შემდეგ, რაც ესპანურ პრესაში გამოქვეყნდა კატალონურ კლუბთან ფეხბურთელის მეგა-კონტრაქტის დეტალები.

„ოლეს“ ორშაბათის ნომრის პირველ გვერდზე გამეორებულია ესპანური გაზეთის „ელ მუნდოს“ გარეკანი. სწორედ ამ გამოცემაში გამოქვეყნდა მესის კონტრაქტის დეტალები.

მესის ოთხწლიანი ხელშეკრულების საერთო ღირებულება 555 237 619 ევროა. ამ რიცხვის ნაცვლად, „ოლემ“ პირველ გვერდზე გამოიტანა ფორვარდის სტატისტიკა „ბარსელონაში“ – 650 გოლი, 260 შედეგიანი გადაცემა და 755 მატჩი.

„ციფრები გსურდათ მესის შესახებ? აი, ისინი. კონტრაქტის შესახებ ინფორმაციის გაჟონვა – ღალატია, რასაც მან კიდევ ერთი ბრწყინვალე გოლით უპასუხა“, – წერია „ოლეს“ პირველ გვერდზე.