ბერძენი ჩოგბურთელი სტეფანოს ციციპასი აბუ დაბიში საჩვენებელი ტურნირის პირველი ფინალისტი გახდა. მან ნახევარფინალში მსოფლიოს მეორე ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 3:6, 7:6(4), 6:4 დაამარცხა.
ციციპასი წინ გავიდა ჯოკოვიჩთან ურთიერთდაპირისპირებაში – 3:2.
ბერძენი ჩოგბურთელი ფინალში ესპანელ რაფაელ ნადალსა და რუს კარენ ხაჩანოვს შორის მოგებულს შეხვდება.
შარშან, ამ ტურნირის ჩემპიონი ჯოკოვიჩი გახდა, რომელმაც ფინალში კევინ ანდერსონი დაამარცხა – 4:6, 7:5, 7:5.