ჩვენთან არის ლამაზი ადგილები, რომელთა ნახვაც ღირს - კვარაცხელიამ საკუთარ კარიერაზე და საქართველოზე ისაუბრა #1TVSPORT
ჩვენთან არის ლამაზი ადგილები, რომელთა ნახვაც ღირს - კვარაცხელიამ საკუთარ კარიერაზე და საქართველოზე ისაუბრა #1TVSPORT

„5 წუთი ხვიჩა კვარაცხელიასთან“, – ასე გამოაქვეყნა „ნაპოლიმ“ ქართველი მოთამაშესთან ინტერვიუ.

„საქართველო მშვენიერი ქვეყანაა. პატარა რომ ვიყავი, სულ ფეხბურთს ვთამაშობდი, რადგან ძალიან მიყვარდა. თამაში 8 წლისამ დავიწყე, რადგან მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი: ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში.

მამაჩემი ცოტა ხნით აზერბაიჯანში თამაშობდა, ნაკრების ფეხბურთელი იყო. მაგრამ მე იმიტომ კი არ ვთამაშობ, რადგან ის ფეხბურთელი იყო – ეს ჩემი არჩევანი იყო. მამაჩემი არ მაიძულებდა ვარჯიშს, ეს თავად მინდოდა გამეკეთებინა. მას არ სჭირდებოდა თქმა.

შვებულებაში მივდივარ საქართველოში, ოჯახთან ერთად რომ ვიყო. ორი ძმა მყავს – უფროსი და უმცროსი, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელია, მათთან და ჩემს მეგობრებთან ერთად თავს ბედნიერად ვგრძნობ. შესვენების დროს ზღვასა და მთაში ვატარებ, უფრო მეტად მთაში, რადგან საქართველოში არის ლამაზი ადგილები, რომელთა ნახვაც ღირს.

ფეხბურთსაც და ჩოგბურთსაც ვთამაშობ, მაგრამ ფეხბურთი ის სპორტია, რომელიც მიყვარს. ეს არ არის სამსახური, ეს ჩემი ყველაზე დიდი გატაცებაა. კალათბურთს მეგობრებთან ერთად ვთამაშობ, „გოლდენ სტეიტს“ ვგულშემატკივრობ და სტეფ კარი მომწონს“.

თბილისის „დინამოში“ დავიწყე თამაში, შემდეგ პირველ გუნდში ვითამაშე, მოგვიანებით გადავედი ჯერ „რუსთავში“, შემდეგ – მოსკოვის „ლოკომოტივში“ და ყაზანის „რუბინში“. ბოლოს საქართველოში დავბრუნდი და ბათუმში „დინამოში“ ჩავირიცხე, ახლა კი აქ ვარ – ნეაპოლში.

ნეაპოლი? საქართველოში ბევრი მეუბნებოდა, რომ ძალიან ლამაზი ქალაქი იყო. ჩამოვედი და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ხალხს უყვარს ფეხბურთი – როცა ტაქსში ჩავჯექი, მაშინვე მიცნეს… ირგვლივ კი ხალხი საკლუბო დროშებით მიდიოდა. ბევრს ვმუშაობთ, რომ სეზონის დასაწყისისთვის მზად ვიყოთ. გულშემატკივრებს ჩემს საუკეთესო დაბრუნებას ვპირდები.

აქ იმისთვის მოვედი, რომ გავიზარდო და ტიტულები მოვიგო. მე მინდა ჩემი ნაწილი გავაკეთო, გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო. როგორ მოვილაპარაკეთ? ნაკრებში ვიყავი ამხანაგურ მატჩებზე, აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ შემოთავაზება იყო „ნაპოლიდან“. ის დიდი ხანი საუბრობდა კლუბთან, რადგან „ნაპოლი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია”.

ქალაქი? ვიცი, რომ აქ მარადონამ ითამაშა და ეს შესანიშნავია. ბედნიერი ვარ და პატივი მაქვს „ნაპოლიში“ ვიყო, სადაც წარმოუდგენელი გულშემატკივრები არიან“, – ამბობს კვარაცხელია.