ჩვენ გვინდა e-როვნული ლიგა – ქართველი კიბერსპორტსმენების მოწოდება

16:26, 08.03.2019

ქართველმა კიბერსპორტსმენმა გიორგი ქოქიაშვილმა (რომლის ზედმეტსახელია “iHeartGeorgius”) წერილი გაუგზავნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს, ეროვნულ ლიგასა და მის გენერალურ პარტნიორ კრისტალბეთს და კომპიუტერული თამაშის, 𝗙𝗜𝗙𝗔-ს მოთამაშეებს.

„კიბერ სპორტი დღითიდღე აქტუალური ხდება მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც შესაძლოა, უახლოეს ოლიმპიურ თამაშებზეც მოგვევლინოს, როგორც სპორტის ერთ-ერთი სახეობა. იმართება ადგილობრივი და მსოფლიო ჩემპიონატები. ევროპის რეგიონში დიდი პოპულარობით სარგებლობს კომპიუტერული თამაში 𝗙𝗜𝗙𝗔, რომლის საყურებლადაც ათასობით და ათიათასობით მოთამაშე, მაყურებელი თუ გულშემატკივარი იკრიბება საგანგებოდ მოწყობილ საფეხბურთო სტადიონებსა და სპორტის სასახლეებში. ევროპის მასშტაბით, თითქმის ყველა 𝗧𝗢𝗣 ჩემპიონატს გააჩნია საკუთარი 𝗲-ლიგა, რომელიც საფეხბურთო ზეიმის ნაწილი ხდება. მაგალითად: 𝗲𝗣𝗿𝗲𝗺𝗶𝗲𝗿 𝗟𝗲𝗮𝗴𝘂𝗲, 𝗲𝗕𝘂𝗻𝗱𝗲𝘀𝗹𝗶𝗴𝗮, 𝗲-𝗟𝗶𝗴𝘂𝗲 𝟭, 𝗲-𝗟𝗶𝗴𝗮 𝗣𝗢𝗥𝗧𝗨𝗚𝗨𝗘𝗦𝗔, 𝗲𝗦𝘂𝗽𝗲𝗿𝗹𝗶𝗴𝗮, 𝗲-𝗗𝗜𝗩𝗜𝗦𝗜𝗘, 𝗲-𝗦𝗲𝗿𝗶𝗲 𝗔. ევროპის მასშტაბით, საფეხბურთო კლუბები აქტიურად ერთვებიან 𝗲-ლიგაში და ქმნიან საკუთარ გუნდებს. მათ შორის არიან ისეთი კლუბები, რომლებიც საფეხბურთო ჩემპიონატებში მაღალ დონეზე ასპარეზობით არ გამოირჩევიან, თუმცა 𝗲-ლიგაში წარმატებული გამოსვლით გაიცნეს. უმეტესწილად, ესაა შანსი პატარა კლუბებისთვის, მიიღონ დამატებით შემოსავალი მსოფლიოდან, სხვადასხვა კომპანიების დაინტერესებით” – წერია ქართველი კიბერსპორტსმენების მიმართვაში.

მათი მთავარია მოწოდებაა, რომ ანალოგიური ლიგა საქართველოშიც დაფუნძდეს: “𝗙𝗜𝗙𝗔 და კიბერ სპორტი ჩვენთანაც აქტუალურია. მრავალი ისეთი მოთამაშე გვყავს, რომელთაც შეუძლიათ საქართველოს და ქართული კლუბების სახელი საერთაშორისო სცენაზე გაიტანონ, მოიზიდონ სპონსორები და პროფესიული განვითარებისთვის დამატებითი შემოსავლები მოიპოვონ. შესაბამისად, ვინაიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ეროვნული ლიგა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდნენ, ჰყავთ სპონსორი და პარტნიორი. გამომდინარე აქედან მიგვაჩნია, რომ შესწევთ ძალა, აყვნენ ევროპის ჩემპიონატებს და კლუბებს, ორგანიზება გაუწიონ 𝗲როვნული ლიგის შექმნას, მიმართონ ინიციატივით საქართველოში არსებულ საფეხბურთო კლუბებს, ინვესტირება მოახდინონ კიბერ სპორტში და იყოლიონ კიბერსპორტსმენები. ქართველი კიბერ სპორტსმენები ვიმსახურებთ შანსს, რომ წარვადგინოთ ჩვენი საყვარელი ქართული საფეხბურთო კლუბის და სამშობლოს სახელი მსოფლიოში”.

მსგავსი