ჩვენ დავბრუნდებით - მბაპემ ფინალში მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ პირველი პოსტი დადო სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინასთან მისი გუნდი პენალტების სერიაში დამარცხდა (3:3, 2:4).
მბაპემ გამორჩეული მატჩი ჩაატარა, გახდა ისტორიაში მეორე მოთამაშე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 3 გოლი გაიტანა და 8 გოლით ბომბარდირი გახდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა საფრანგეთის გასამარჯვებლად.
კილიანმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც „ოქროს ბუცით“ ხელში, მთავარ პრიზს – მსოფლიო თასს თავდახრილმა ჩაუარა.
„ჩვენ დავბრუნდებით,“ – დააწერა მბაპემ ფოტოს.