ჩვენ არ გვესმის, საით მიდის გუნდი - „ბარსელონას“ 18 წლის ვუნდერკინდს კლუბის დატოვება სურს
„ბარსელონას“ მცველი ქსავიე მბუიამბა კატალონური კლუბიდან წასვლაზე ფიქრობს. 18 წლის ფეხბურთელს სურს პირველ გუნდში გამოსვლის შესაძლებლობა ჰქონდეს.
„ძალიან დიდი არეულობაა, ჩვენ არც ისე კარგად გვესმის, რა მიმართულებით მოძრაობს კლუბი. განსაკუთრებით, მაშინ, როცა ვუყურებთ ანსუ ფატის შემთხვევას, რომელმაც აჩვენა კარგი თვისებები და მაინც ვერ დაიმსახურა სათანადო ყურადღება… თუ ფატისარა, მაშინ ვის მისცემენ თავის გამოჩენის შესაძლებლობას?! – მოჰყავს ფეხბურთელის სიტყვები ნიდერლანდურ გამოცემა Voetball International-ს.
195 სანტიმეტრი სიმაღლის ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გასულ წელს გააფორმა.