ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის შემდეგ რაფაელ ჩუკვურაც დაემშვიდობა – გადაწყვეტილება ნიგერიელმა მოთამაშემ სოციალირ ქსელში გაავრცელა.
27 წლის უნივერსალმა (ქუთაისურ გუნდში მცველად და ნახევარმცველად ათამაშებდნენ) გუნდს წარმატებები უსურვა და არ დამალა, რომ კახა ჩხეტიანთან თანამშრომლობას სამომავლოდაც ისურვებდა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო კახა ჩხეტიანს , რომ მომცა შესაძლებლობა ვყოფილიყავი ქუთაისის „ტორპედოს“ ისტორიის ნაწილი, მას სჯეროდა ჩემი ყველა თამაშზე. სიამოვნებით ვითანამშროლებდი თქვენთან ახლო მომავალში. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო მწვრთნელებს , და ყველას, ვისაც ქუთაისის ტორპედოში შევხვდი, კლუბის ყველა წევრს, ყველა მოთამაშეს , ამ რამდენიმე თვეში, მიუხედავად გამოწვევებისა და რთული ფინანსური მდგომარეობისა, ჩვენ ერთად ვიდექით და უმაღლეს ლიგაში გუნდის ისტორია დავწერეთ. და ბოლოს… განსაკუთრებით მინდა ფანები გამოვარჩიო, რომლებიც ფანტასტიკურად გვგულშემატკივრობდნენ და თანადგომას გვიცხადებდნენ. ჩვენ ერთი ოჯახი ვიყავით! მომავალში ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ! დარწმუნებული ვარ, ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება. გილოცავთ შობას და გისურვებთ აყვავებულ ახალ წელს” – წერს რაფაელ ჩუკვურა.
ნიგერიელი უნივერსალი „ტორეპედოს” დასრულებული სეზონის შუაში, ივნისში შეუერთდა – რაფაელ ჩუკვურამ გუნდის ფორმით 14 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.