ჩრდილომაკედონიელთა დიდი დანაკლისი - ფეხბურთელები უთამაშებლები არიან, ჩურლინოვი კი დაშავდა და გუნდს საქართველოსთან ვერ დაეხმარება #1TVSPORT
ჩრდილომაკედონიელთა დიდი დანაკლისი - ფეხბურთელები უთამაშებლები არიან, ჩურლინოვი კი დაშავდა და გუნდს საქართველოსთან ვერ დაეხმარება #1TVSPORT

ინგლისური „ბარნლის“ თავდამსხმელი დარკო ჩურლინოვი ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან შეხვედრას გამოტოვებს და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს თბილისურ შეხვედრაში ვერ დაეხმარება – ინფორმაციას გამოცემა „სპორტ მედია“ ავრცელებს.

„ბარძაყის ძვალის ტრავმის გამო, დარკო ჩურლინოვი არ იქნება მთავარი მწვრთნელის, ბლაგოე მილევსკის მიერ გამოძახებულ ფეხბურთელთა შორის მომავალ მატჩებში, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ 23 სექტემბერს გასვლაზე და სამი დღის შემდეგ ბულგარეთთან სახლში“, – წერს გამოცემა.

„სპორტ მედია“ გუნდის პორბლემებზეც წერს: „ეს არის ჩვენი ნაკრებისთვის მორიგი დარტყმა. გუნდთან დაკავშირებული დიდი პრობლემების გათვალისწინებით – ზოგიერთს ტრავმები აქვს, ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ბევრ მოთამაშეს კი სათამაშო დროის ნაკლებობა აწუხებს“.

გამოიძახებენ თუ არა ახალ მოთამაშეს ჩურლინოვის შემცვლელად, ჯერჯერობით უცნობია. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია (ბობი) მილევსკიმ შეკრება სკოპიეში დანიშნა, სადაც მოთამაშეები სასტუმრო „ჰილტონში“ 19 სექტემბერს შეიკრიბებიან.