ჩრდილოკორეელი გულშემატკივრები ოლიმპიადის ვარსკვლავები გახდნენ [ვიდეო]
ჩრდილოკორეელი გულშემატკივრები ოლიმპიადის ვარსკვლავები გახდნენ [ვიდეო]

ჩრდილოკორეელმა გულშემატკივრებმა თავიანთი ქომაგობით ოლიმპიადის ქალთა ჰოკეის ტურნირის დროს მთელი მსოფლიო გააოცეს. შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირზე კორეის ნაკრები ერთობლივი გუნდით არის წარმოდგენილი.

ვიდეოში ერთნაირ კოსტუმებში ჩაცმული ჩირლიდერები სინქრონულად ასრულებენ ყველა მოძრაობას.

გოგონების გამოსვლა ძალიან გავს ჩრდილოკორეულ აღლუმებს, რომლებსაც აწყობს კიმ ჩენ ინის კომუნისტური რეჟიმი. ასეთი აღლუმებისას ყველაფერი იდეალურად სინქრონიზირებული უნდა იყოს.

სულ რაღაც ერთ დღე-ღამეში, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის გულშემატკივრების ვიდეო თითქმის სამმა მილიონმა ადამიანმა ნახა.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე