ჩრდილოეთ მაკედონიური მედია - უამრავი ფეხბურთელის არყოფნა მილევსკის დიდი თავისტკივილი გახდა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან მატჩამდე ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდმა შეხვედრის მასპინძელ „დინამო არენაზე“ ივარჯიშა.
ჩრდილეოთ მაკედონიელებს მატჩამდე ბევრი სერიოზული პრობლემა შეექმნათ. ამის შესახებ გამოცემა „ეკიპა“ წერილს აქვეყნებს.
ადემის არყოფნამ მილევსკი კიდევ უფრო დიდი დილემის წინაშე დატოვა
„გაირკვა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებს საქართველოს წინააღმდეგ თამაში არიან ადემის გარეშე მოუწევს. ამან მთავარი მწვრთნელი ბლაგოია მილევსკი კიდევ უფრო დიდი დილემის წინაშე დააყენა ერთა ლიგის ხვალინდელი მატჩის წინ. ადემი გუნდში რომ ყოფილიყო, ნახევარდაცვაში ალბათ იქნებოდნენ ის, ბარდი და სპიროვსკი, ელმასს კი ჩურლინოვის არყოფნის გამო გარემარბად დააყენებდა. ახლა გუნდს შემადგენლობის გადატრიალება მოუწევს. ერთ-ერთი ვარიანტია ბარდის და სპიროვსკის საყრდენ ნახევარმცველებად დაყენება, ელმასის წინ გაწევა, ამიტომ გამოსავალი ფლანგის პოზიციებზე უნდა ვეძებოთ. აქ შეიძლება ტრაიკოვსკი და აშკოვსკი იყვნენ, ხოლო ტოდოროსკი, შესაძლოა, დაბრუნდეს ტრავმირებული რისტოვსკის ადგილას. თუ ელმასი ფლანგზე ითამაშებს, გამოსავალი სპიროვსკის ნახევარდაცვაში დაყენება იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ ბარდის შეტევაში გაწევენ.
ერთ-ერთი ვარიანტი ფორმაციის შეცვლაა, მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელი მილევსკი ერთ-ერთი მათგანია, ვისაც ტაქტიკის შეცვლა უჭირს. თუ ეს საკითხი მოგვარდება, მაშინ 4-4-2 ფორმირებაში დილემების მოხსნა რამდენადმე გაადვილდება, ფლანგებზე ელმასი და ტრაიკოვსკი იქნებიან, ცენტრში ბარდი და სპიროვსკი, ხოლო შეტევაში მიოვსკი-რისტოვსკის ვიხილავთ. როგორც ჩანს, ხვალინდელი მატჩისთვის მხოლოდ ცენტარლური მცველის და მეკარის პოზიციებია უსაფრთხო, თუმცა, გასაკვირი არ იქნება, თუ მილევსკი გადაწყვეტს მარცხენა მცველის, ალიოსკის გარემარბად დაყენებას და აშკოვსკის მარცხენა მცველად დაბრუნებას.
ყოველ შემთხვევაში, უამრავი ფეხბურთელის არყოფნამ (ადემი, რისტოვსკი, ეტემი, ჩურლინოვი), ასევე კოსტადინოვის, ნიკოლოვის, რისტევსკის და ბაბუნსკის არგამოძახებამ, მილევსკის დიდი თავისტკივილი შეუქმნა. ეს ხდება ერთა ლიგის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ, რომლის შემდეგაც ცნობილი გახდება, ჩრდილოეთ მაკედონია პირველ ადგილს დაიკავებს თუ ამ ბრძოლაში ყოველგვარ იმედს დაკარგავს“, – წერს გამოცემა „ეკიპა“.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო დაპირისპირება 23 სექტემბერს, 20:00 დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.