ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს საცობების გამო ვარჯიშზე დააგვიანდა, რასაც მათი მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა თბილისში „დინამო არენაზე“ გამართულ ვარჯიშზე დაიგვიანა, რაც ამ ქვეყნის მედიაში უცნაურად გააშუქეს – „პროვოკაცია თუ ორგანიზაციული კრახი“
„დღეს საღამოს, თბილისში, ერთა ლიგის ხვალინდელი მატჩის წინ, ოფიციალური ვარჯიშის დაწყებამდე ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებს მცირე პრობლემა შეექმნა. მათი მგზავრობა სასტუმროდან სტადიონამდე თითქმის ერთ საათს გაგრძელდა.
„ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის. ჩვენი ბრალი არ არის, რომ ჩვენი მგზავრობა სასტუმროდან სტადიონამდე აქ 45 წუთი გაგრძელდა. კიდევ ერთხელ, გამარჯობა ყველას“ – ასე დაიწყო პრესკონფერენცია მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ, რომელიც აშკარად აღშფოთებული და გაღიზიანებული ჩანდა.
„ცნობილია, რომ ყოველ შეცდომას და დაუდევრობას სერიოზულ პრობლემად თვლის, ამიტომ გასაგებია, რომ გაბრაზებული იყო. არის თუ არა ეს პროვოკაცია მასპინძლის მხრიდან, თუ ორგანიზაცია უბრალოდ სუსტია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თბილისი მილიონიანი ქალაქია და უზარმაზარი საცობებია, ჩვენთვის ეს საიდუმლოდ დარჩება“, – წერს გამოცემა „სპორტმედია“.
ერთა ლიგის C4 ჯგუფში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების საფეხბურთო დაპირისპირება 23 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).