ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი - ბოლომდე ვიბრძოლებთ, სანამ ჯგუფში პირველობის შანსი გვაქვს #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი - ბოლომდე ვიბრძოლებთ, სანამ ჯგუფში პირველობის შანსი გვაქვს #1TVSPORT

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია (ბობი) მილევსკიმ პრესკონფერენცია გამართა და საქართველოსთან (23 სექტემბერს თბილისში) და ბულგარეთთან (26 სექტემბერს სკოპიეში) ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებასა და საკადრო პრობლემებზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, არის პრობლემები. გუნდში აქამდე მოწვეული მოთამაშეების უმეტესობა ტრავმირებულია ან არ თამაშობს, ზოგიერთი კი უკლუბოდაა დარჩენილი. არ ვწუწუნებ, მაგრამ ამ პრობლემებს გვერდს ვერ ავუვლით და ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ისინი.

დიახ, მართალია, აგონ ელეზი და იგორ ალექსოვსკი პირველად გამოვიძახეთ. სხვა სიურპრიზები სიაში არ არის. თუმცა, დაველოდოთ შაბათ-კვირის დასრულებას, მანამდე კი ზუსტად გვეცოდინება რა გველოდება

უნდა ვთქვა, რომ ფეხბურთელების ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილი არ ვარ. ეს, რა თქმა უნდა, ეხება მათი მატჩების რაოდენობას, ასევე ზოგიერთ მათგანს, რომელიც ჯერ კიდევ უკლუბოდაა. თუმცა, ადრეც ვიყავით ასეთი პრობლემის წინაშე და ფეხბურთელების გამოსვლამ სასიამოვნოდ გამაოცა. იმედია, ახლაც ასე იქნება.

სანამ არის შანსი, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეთ, ვეცდებით გამოვიყენოთ. ივნისის მატჩების მსგავსად, ვგეგმავთ ახალგაზრდების გამოყენებას – ისინი ეროვნული ნაკრების მომავლისთვის აქედანვე უნდა მოვამზადოთ. ჩვენ ჯერ კიდევ ამ თაობის ჩამოყალიბების პროცესში ვართ“, – განაცხადა ბობი მილევსკიმ.

ცნობილია, რომ გუნდს ვერ დაეხმარება ჩურლინოვი (ბარნლი, ინგლისი), ნესტოროვსკის, ნიკოლოვის, რისტევსკისა და ბაბუნსკის თამაში უგუნდობის გამო გამოირიცხა. ამის გამო ნაკრებში ორი ახალწვეულია – აგონ ელეზი (ვარაჟდინი, ხორვატია) და იგორ იგორ ალეკსოვსკი (რაბოტნიჩკი).