ჩრდილოეთ მაკედონიის მწვრთნელს კონკურენტების არ ეშინია - ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ
ჩრდილოეთ მაკედონიის მწვრთნელს კონკურენტების არ ეშინია - ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გათამაშების წილისყრამ C2 ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთისა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებები მოახვედრა.

წილისყრის შედეგები იგორ ანგელოვსკიმ შეაფასა – ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იმედიანადაა. ანგელოვსკი მიიჩნევს, რომ ძლიერი მეტოქეები არ შეხვდა და ჩრდილოეთ მაკედონია ჯგუფში პირველი ადგილისთვის იბრძოლებს.

„ახლა მთლიანად ერთა ლიგის ნახევარფინალში კოსოვოსთან მატჩზე ვფიქრობ. გვსურს, რომ ერთა ლიგის D დივიზიონში პირველი ადგილი დავიკავოთ. მაგრამ ჩვენი ნაკრების მიერ ნაჩვენები თამაშების დონეს თუ გავითვალისწინებთ, მიმაჩნია, რომ მაკედონია C2 ჯგუფშიც პირველი ადგილისთვის იბრძოლებს. წინა ტურნირებზე ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი ნაკრების დამარცხება შეგვიძლია და ამჯერადაც ასე იქნება. კონკურენტები სტატისტიკური მაჩვენებლებით ძლიერები არ არიან, მაგრამ ხარისხიანი თამაში შეუძლიათ. თუმცა, ჩვენ არავისი გვეშინია, თითოეულ მატჩში სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ, ხოლო ჯგუფში – პირველი ადგილის დასაკავებლად“ – აცხადებს იგორ ანგელოვსკიმ.