ჩრდილოეთ კორეის ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი (U20) მოიგო #1TVSPORT
კოლუმბიაში დასრულდა ქალებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი 20-წლამდე ფეხბურთელებს შორის. გამარჯვებული გახდა ნაკრები, რომელსაც ტურნირის წინ სათვალავში არავინ იღებდა.
ჩრდილოეთ კორეის ნაკრებმა ნახევარფინალში სენსაციურად მოუგო მთავარ ფავორიტს, აშშ-ის ნაკრებს (1:0), ფინალში კი ამავე ანგარიშით დაამარცხა იაპონია.
მაგრამ ასეთი რამ პირველად არ ხდება. ჩრდილოეთ კორეამ უკვე მესამედ მოიგო 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი. წინა ორი ტრიუმფი 2006 და 2016 წლებით თარიღდება. შესაბამისად, ჩრდილოეთ კორეის U20 ნაკრები ტიტულების რაოდენობით გაუთანაბრდა აშშ-სა და გერმანიას.
ქალებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი (U20) 2002 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ტარდება.