ჩრდილოეთ კორეამ შორი მოქმედების ახალი საკრუიზო რაკეტა გამოსცადა

08:34, 13.09.2021

ჩრდილოეთ კორეამ შორი მოქმედების ახალი საკრუიზო რაკეტა გამოსცადა, რომელსაც ბირთვული ქობინით აღჭურვის შესაძლებლობა გააჩნია. ინფორმაციას „როიტერი“ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რაკეტამ სამიზნემდე მისაღწევად 1 500 კილომეტრის მანძილი დაფარა, რის შემდეგაც ის ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ჩავარდა.

ფხენიანის განცხადებით, რაკეტა „უდიდესი მნიშვნელობის მქონე სტრატეგიული იარაღია“ და ის პირველია საკრუიზო რაკეტებს შორის, რომელსაც ასეთი სტატუსი მიანიჭეს.

მსგავსი