საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა ჟურნალისტებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შედეგების შესახებ უამბო. მხარეები განიხილავდნენ ჩრდილოკორეელი სპორტსმენების მონაწილეობას მომავალ ოლიმპიადებზე.
“ჩრდილოეთ კორეაში ჩემი ვიზიტის დროს, ბატონ კიმ ჩენ ინისგან მივიღე სრული გარანტია იმისა, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა მონაწილეობას მიიღებს 2020 წელს ტოკიოსა და 2022 წელს პეკინის თამაშებში.
ასევე, ჩრდილოეთ კორეა გააგზავნის გუნდს იუნიორთა ოლიმპიურ თამაშებზე – 2018 წელს, ბუენოს აირესში და 2020 წელს, ლოზანაში”, – განაცხადა ბახმა.