ჩრდილოეთ ირლანდიას ახალი მწვრთნელი ჰყავს
ჩრდილოეთ ირლანდიას ახალი მწვრთნელი ჰყავს

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე ჩამოყალიბდა. პოსტი დაიკავა 49 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა იან ბარაკლომ.

მასთან კონტრაქტი 18 თვეზეა გათვლილი. ინგლისელმა მაიკლ ო’ნილის ადგილი დაიკავა, რომელმაც ეროვნული გუნდი 22 აპრილს დატოვა.

2017 წლიდან მოყოლებული, ბარაკლო ჩრდილოეთ ირლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობდა.

ჩრდილოეთ ირლანდიას შემოდგომაზე ელოდება ევრო 2020-ის პლეი ოფი. ნახევარფინალში მისი მეტოქე ბოსნიის ნაკრები იქნება.