ჩრდილოეთ ამერიკაში სარეკორდო სპორტული კონტრაქტი გაფორმდა
ჩრდილოეთ ამერიკაში სარეკორდო სპორტული კონტრაქტი გაფორმდა

ბეისბოლისტი მენი მაჩადო კონტრაქტს გააფორებს სან-დიეგო პადრესთან, – ამის შესახებ თავის ტვიტერზე დაწერა ი-ეს-პი-ენის (ESPN) ჟურნალისტმა ჯეფ პასანმა.

ხელშეკრულება ათწლიანი იქნება. ამ დროის განმავლობაში, სპორტსმენი გამოიმუშავებს 300 მილიონ დოლარს. ეს არის სარეკორდო გარიგება თავისუფალი აგენტებისთვის ამერიკულ პროფესიულ სპორტულ ლიგებში.

26 წლის ბეისბოლისტი ადრე ბალტიმორსა და ლოს-ანჯელესში გამოდიოდა. მას ოთხჯერ უთამაშია ყველა ვარსკვლავის მატჩში და ორჯერ მიიღო პრიზი – ოქროს ხელთათმანი.