ჩოგბურთის მსაჯები სერენა უილიამსის თამაშების ბოიკოტირების საკითხს განიხილავენ, იტყობინება გაზეთი „თაიმსი“ (Times). შეგახსენებთ, რომ მსაჯი კარლოს რამოსი WTA და USTA -ს წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს, მიუხედავად იმისა, რომ ის ყველა წესის დაცვით მოქმედებდა. მსაჯთა წრეში შთაბეჭდილება რჩებათ, რომ ამერიკის ღია ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ზურგი შეაქციეს მათ, ხოლო რამოსი „მგლებს საჯიჯგნად“ დაუტოვეს იმის გამო, რომ მან თავისი სამუშაო შეასრულა და მოთამაშის მხრიდან შეურაცხყოფა არ მოითმინა.
მსაჯები განიხილავენ სხვადასხვა ვარიანტებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი უილიამსის თამაშების ბოიკოტირებაა მანამ, სანამ ის ბოდიშს არ მოიხდის. სერენამ თამაშის მიმდინარეობისას რამოსს მატყუარა და ქურდი უწოდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ სკანდალური მატჩის მსაჯს მხარი დაუჭირა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ.