ჩოგბურთი | წლის რიგით მეოთხე დიდი სლემის ტურნირი, ამერიკის ღია პირველობა იანიკ სინერმა მოიგო #1TVSPORT
ჩოგბურთში წლის რიგით მეოთხე დიდი სლემის ტურნირი – ამერიკის ღია პირველობა მსოფლიოს პირველმა ნომერმა, იტალიელმა იანიკ სინერმა მოიგო.
ფინალურ შეხვედრაში სინერმა ამერიკელი ტეილორ ფრიცი სამ სეტში, 6:3, 6:4, 7:5 დაამარცხა. მატჩს განმავლობაში იტალიელმა მეტოქის ჩაწოდება ექვსჯერ მოიგო, ხოლო თავად მხოლოდ ორი დათმო.
2024 წლის ამერიკის ღია პირველობა 23 წლის იანიკ სინერისთვის კარიერაში მოგებული დიდი სლემის მეორე ტურნირია. იანვარში მან ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დანიილ მედვედევს ხუთ სეტში სძლია.
შედეგად, 2024 წელს ჩოგბურთში დიდი სლემის ტურნირებს მხოლოდ ორი გამარჯვებული ჰყავს – როლან გაროსი და უიმბლდონი ესპანელი კარლოს ალკარასის გამარჯვებით დასრულდა.