ჩოგბურთი | შანხაის ტურნირის ფინალში ერთმანეთს ჯოკოვიჩი და სინერი შეხვდებიან #1TVSPORT
ჩოგბურთი | შანხაის ტურნირის ფინალში ერთმანეთს ჯოკოვიჩი და სინერი შეხვდებიან #1TVSPORT

ჩინეთის ქალაქ შანხაიში ჩოგბურთში ATP-ის 1000-ქულიანი ტურნირი მიმდინარეობს. შეჯიბრების ფინალში ერთმანეთს მსოფლიოს პირველი ნომერი იანიკ სინერი და რეიტინგში მეოთხე ადგილზე მყოფი ნოვაკ ჯოკოვიჩი შეხვდებიან.

სინერმა ნახევარფინალში ჩეხი ტომას მახაჩი ორ სეტში, 6:4, 7:5 დაამარცხა. იტალიელი ჩოგბურთელი კარიერაში მასტერსის მეოთხე ტიტულისთვის იბრძოლებს.

რაც შეეხება ჯოკოვიჩს, მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ამერიკელ ტეილორ ფრიცს ასევე ორ სეტში, 6:4, 7:6 (8:6) სძლია. აქამდე მასტერსის 1000-ქულიან ტურნირებზე ჯოკოვიჩმა 40 ფინალი მოიგო, რაც რეკორდია.

იტალიელსა და სერბ ჩოგბურთელს შორის ფინალი 13 ოქტომბერს შედგება.