ჩინეთის ქალაქ შანხაიში ჩოგბურთში მასტერსის 1000-ქულიანი ტურნირი მსოფლიოს პირველი ნომრის, იტალიელი იანიკ სინერის გამარჯვებით დასრულდა.
შეჯიბრების ფინალში სინერმა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ორ სეტში, 7:6 (7:4), 6:3 დაამარცხა და კარიერაში მეოთხედ მოიგო მასტერსის გათამაშება.
შეხვედრის პირველ სეტში ბრეიქის შესრულება ვერცერთმა მოთამაშემ შეძლო, ტაიბრეიქზე კი სინერი 4:0 დაწინაურდა და მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა.
მეორე სეტში იტალიელმა ერთადერთი ბრეიქი მეოთხე გეიმში შეასრულა და მატჩიც გამარჯვებამდე მიიყვანა. მიმდინარე სეზონში იანიკ სინერისთვის ეს მეშვიდე მოგებული ტურნირი იყო.