ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია #1TVSPORT
ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს 1000-ქულიანი მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს დაუპირისპირდა და ორ სეტში – 6:3, 6:3 გაიმარჯვა.

პირველი სეტი მთლიანად ქართველის უპირატესობით მიმდინარეობდა, ხოლო მეორე სეტში ბასილაშვილმა გადამწყვეტი ბრეიქის შესრულება მეშვიდე გეიმში მოახერხა.

საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე კრისტიან გარინი იქნება – ჩილელი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მე-100 ადგილზეა.