ესპანელმა კარლოს ალკარასმა პეკინში ATP-ის 500-ქულიანი კატეგორიის ტურნირი მოიგო. ფინალურ შეხვედრაში მან მსოფლიოს პირველი ნომერი იანიკ სინერი სამ სეტში, 6:7 (6:8), 6:4, 7:6 (7:3) დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მესამე სეტის ტაიბრეიქზე იტალიელი ჩოგბურთელი 3:0 იგებდა, რის შემდეგაც ალკარასმა ზედიზედ 7 ქულა მოიგო.
მსოფლიოს მეორე ნომრისთვის ეს მიმდინარე წელს მეოთხე მოგებული ტურნირია. ალკარასმა ინდიან ველსის, როლან გაროსისა და უიმბლდონის შეჯიბრებებზე გაიმარჯვა.
კარლოს ალკარასისთვის და იანიკ სინერისთვის ეს მე-11 მატჩი იყო, ესპანელი ჩოგბურთელი მეტოქეს 7:4 უგებს.