ჩოგბურთი | კარლოს ალკარასმა ATP-ს წლის შემაჯამებელი ტურნირი კარიერაში პირველად მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

09:57, 23.11.2026

ესპანელმა ჩოგბურთელმა, კარლოს ალკარასმა კარიერაში პირველად მოიგო ATP-ს წლის შემაჯამებელი ტურნირი, რომელიც იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართა.

23 წლის ალკარასმა ფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანს, გერმანელ ალექსანდრ ზვერევს ორ სეტში, 6:2, 7:6 (9:7) მოუგო. შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ალკარასმა პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო, მეორეში კი დაძაბული ბრძოლა გაიმართა. ტაიბრეიკზე ესპანელი 3:6 ჩამორჩებოდა, თუმცა სამი სეტპოინტი გადაარჩინა და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა.

ეს კარლოს ალკარასისთვის კარიერაში ATP-ს 30-ე ტიტულია, ხოლო 2026 წელს – მეექვსე. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში ესპანელი შემაჯამებელი ტურნირის ფინალში იანიკ სინერთან დამარცხდა, წელს კი ტურნირი ხუთი გამარჯვებით წაუგებლად დაასრულა.

ალკარასი ისტორიაში მესამე ესპანელი ჩოგბურთელია, რომელმაც წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო. მანამდე ეს მანუელ ორანტესმა (1976) და ალექს კორეტხამ (1998) შეძლეს.

ამასთან, ალკარასი ანდრე აგასის, როჯერ ფედერერისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის შემდეგ მეოთხე ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც კარიერაში დიდი სლემის ოთხივე ტურნირისა და ATP-ს შემაჯამებელი ტურნირის მოგება შეძლო.

მსგავსი